თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმები

20 მაისი 2025, 14:09 101 ნახვა

ოპოზიცია ისევ დილემის წინაშეა - უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა  თვითმმართველობის არჩევნებში.  ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც არ ცნობენ საპარლამენტო არჩვენების შედეგებს  და ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან, არ საუბრობენ უახლოესი თვეების გეგმებზე, რის გამოც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი  ლიდერი  ნიკა მელია მათ აკრიტიკებს. მიაჩნია, რომ ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანებისა და    ორაზროვნების დრო  არ არის. ის  ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, მკაფიო პასუხი  დააფიქსირონ.  

ერთ-ერთი პირველი, ვინც მელიას უპასუხა  „ლელო - ძლიერი საქართველო“   იყო.  პარტიაში მიაჩნიათ,  რომ  თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან. 

ოპოზიციური პარტიების ბუნდოვანი პოზიცია, როგორც ამას თავად ნიკა მელია ამბობს არ უკვირთ ,,ქართულ ოცნებაში“ .

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია გაურკვევლობაში რჩება და ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ისევ  ახსენებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მაინც მოიგებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი