„მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს - პრემიერი

21 მაისი 2025, 11:54 109 ნახვა

„მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.

„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მის ღია წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.

პრემიერმა „ფარას“ კანონთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ "ფარას" კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფი, არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს, ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის მეგობრობას ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი