პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ტელეკომპანია ,,იმედის’’ მფლობელ ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი რუხაძემ დეტალურად გაიხსენა იმედის წართმევისა და დაბრუნების ეპიზოდები.
მისივე განმარტებით, როდესაც ტელეკომპანიაში შევიდა, ადგილზე დახვდა არა დაზიანებული აპარატურა, არამედ სხვა არხებიდან შეტანილი ტექნიკა.
ტელეკომპანია ,,იმედის’’ მფლობელის თქმითვე, რომ არა იმედზე სრული კონტროლის მოპოვება, მიხეილ სააკაშვილი ვერ გააკეთებდა იმას, რაც ჩაიდინა.
თქვა ისიც, რომ არცერთი მედია წინა ხელისუფლების დროს არ იყო დამოუკიდებელი. როგორც კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, მან ტელეკომპანია ,,იმედი’’ 2012 წელს დაიბრუნა, იქამდე, სანამ ,,ქართულმა ოცნებამ’’ მთავრობა გადაიბარა.