იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.