ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ორგანიზატორი ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.