ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს - რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეშია აღნიშნული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კერძო სექტორის მობილიზაცია მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის, რომლის ხარჯებიც მსოფლიო ბანკის მიერ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 524 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.