აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-სომხეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.