გისურვებთ წარმატებას, წინსვლას, კეთილდღეობას თქვენ და თქვენს მოქალაქეებს - ხორვატიის პრეზიდენტი ყაველაშვილს

24 მაისი 2025, 19:44 83 ნახვა

ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყაველაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში ზორან მილანოვიჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ კავშირებზე და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

„ბატონო პრეზიდენტო, ხორვატი ხალხისა და ჩემი სახელით, გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ წარმატებას, წინსვლასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს მოქალაქეებს.

 

იმედს გამოვთქვამ, რომ ხორვატიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალში უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

 

გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას,“ – ნათქვამია მილანოვიჩის მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში