საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! - მამუკა მდინარაძე

25 მაისი 2025, 16:03 100 ნახვა

საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს! ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, - წერს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მდინარაძის თქმით, საქართველო აღარავის დაემონება და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება.

„ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია!

 

მამული, ენა, სარწმუნოება - ერის მთავარ სლოგანადქცეული ტრიადა!

 

რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია - საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს!

 

ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა! ქართული გენეტიკური კოდი უზრუნველყოფს, რომ მუდამ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!

 

26 მაისი ჩვენი დღეა! მეამაყება რომ ვარ ქართველი! მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა!“, - წერს მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში