რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოში რუსული დროშის მიმართ უცნობი პირის ქმედებებს რუსი სამართალდამცველები შეაფასებენ.
„დილიდან მოყოლებული, არაერთი ზარი შემოდის, რომლებიც კომენტარის გაკეთებას ითხოვენ უცნობი ანტიგმირის ქმედებაზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშებით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა აკეთებდეს მასთან ფსიქოპატი. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. პირადად ჩემგან. როდესაც ღმერთმა ადამიანს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებთან უწევს მუშაობა – ამ შემთხვევაში, სწორედ იმ ორგანოებთან, რომლებიც, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად ხვდებათ ხელში. უცნაურია, რომ ხელთათმანი აცვია. მაგრამ ალბათ კარგად იცნობს საკუთარ თავს. რას არ გააკეთებს უტვინო ადამიანი თვითკმაყოფილებისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე ერთ-ერთმა ქართველმა მუსიკოსმა რუსეთის დროშა შეურაცხყო.