ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს - შსს

29 მაისი 2025, 22:28 206 ნახვა

“კოალიცია ცვლილებებისთვის”  ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

" ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც  გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს" , - გვითხრეს შსს-ში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი