საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველა პოლიციელს დიდ მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის - შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2025, 11:35 188 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველა პოლიციელს დიდ მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის. გიდასტურებთ პატივისცემასა და მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილმა პოლიციელების ოჯახებს მადლობა გადაუხადა მათი მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად.

 

ამ დღეს, მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციელების ოჯახებს, რომლებისგანაც ისინი ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახლად დანიშნულ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. ყოველთვის ამაყად და ღირსეულად გემსახუროთ, და ყოველ დღე ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი