დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ მოხსენება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა.
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში მაისის ბოლოს იმყოფებოდნენ.