საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მთავარი გზავნილები ძირითადად ეხებოდა იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა უნდა იმოქმედონ, რომ დააწესონ მიზანმიმართული სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც მათი შეფასებით, საქართველოს აშორებენ ევროპულ მომავალს.
მიაჩნიათ, რომ ევროპა უნდა იყოს ერთიანი, რადგან როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, დემოკრატიისა და თავისუფლების ფრონტი ახლა უკრაინასა და საქართველოში გადის.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა კი განაცხადა, რომ ქართველი ხალხი კვლავ მზადაა, იბრძოლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ევროპული სტილის დემოკრატიისთვის.