სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

06 ივნისი 2025, 14:55 103 ნახვა

რა ვითარება იყო გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ? - 2024 წლის ანგარიში დღეს სახალხო დამცველმა პარლამენტში წარადგინა.  

ლევან იოსელიანმა საანგარიშო პერიოდის შეჯამება კონლფიქტებით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მცხოვრები მოსახლეობის უფლებების  მდგომარეობის  შეფასებით დაიწყო. ომბუდსმენის  განმარტებით,  კვლავ გამოწვევაა  საოკუპაციო ხაზზე დაკავებები და  გახშირებული უკანონო პატიმრობები,   ასევე  საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება.

გამოწვევებს შორის დასახელდა ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, არასრულწლოვანთა ქორწინება, ბავშვთა უფლებები.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა საპროტესტო აქციებზე  ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

ლევან იოსელიანის განცხადებით აქციაზე დაკავებულების უმრავლესობა არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა და ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი არ დასჯილა. მან ხაზი გაუსვა მედიის უსაფრთხოებას და ამ კუთხით ქვეყანაში გაუარესებულ ვითარებას, ასევე მედიის შემზღუდავ კანონებს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში