საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ევროპარლამენტარ, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა, რომ სანქცირებული პირები ევროკავშირში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან ამოშლა.
ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტარის განცხადება სულელურია, ვინაიდან, ასეთი გულუბრყვილო ადამიანი სანქცირებულთა შორის, რომელიც ნაჩო სანჩეს ამორს ან სხვა ევროპარლამენტარს დაურეკავს ამ საკითხის მოგვარების თხოვნით, არ არსებობს.
„გულუბრყვილოა ეს განცხადება, თავად სანჩესსაც კარგად ვიცნობ და თავადაც ასეთი გულუბრყვილო, მსუბუქი ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. არის ჩვეულებრივი, კონიუნქტურული მოთხოვნების ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც თავისი მოსაზრებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც სახალხო პარტიასა და სოციალისტებს შორის თანამდებობების გადანაწილებაზეა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, მე მას ასეთად ვიცნობდი და რასაკვირველია, მისი განცხადება ამ შემთხვევაში, უფრო სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან, არ არსებობს ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.