სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების საკითხი 

09 ივნისი 2025, 10:08 75 ნახვა

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს განიხილავენ. ცვლილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს და უწყება პროკურატურის დაქვემდებარებაში გადადის.

უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების თანამდებობები.

კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები კი, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა. კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ცვლილება კანონის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად არის აუცილებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში