მილანში მყოფმა პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ახსენა ურთიერთობების გადატვირთვაც.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების განახლებას.
ოპონენტების მიზნად ისევ საბოტაჟი დაასახელა.