ჯერ განვმარტოთ იმ ინიციატივის არსი, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ: ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებს - არის გაწერილი კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, დაკავშირებული პირებისგან ქონების - მატერიალური რესურსების ამოღება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ახალ საკანონდმებლო ინიციატივაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ადამიანი კონკრეტულ დანაშაულს ჩაიდენს და მეორე ადამიანს ზიანს მიაყენებს, მარტივდება ამ ადამიანისთვის ზიანის ანაზღაურება თავად დამნაშავისგან, ან მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღებით.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმად პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სანამ არ მსჯავრდებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს.