დონალდ ტუსკის განცხადება - შეფასებები

13 ივნისი 2025, 19:54 135 ნახვა

პოლიტიკური ბრალდებების თემაა პოლონეთის პრემიერის, დონალდ ტუსკის განცხადება, საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
მმართველი გუნდი ტუსკის გზავნილებს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმაა.
კრიტიკულია „ხალხის ძალის“ პოზიციაც, სადაც პოლონეთის ლიდერის განცხადებას ანტიქართულს უწოდებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ მიაჩნიათ, რომ ტუსკის განცხადება „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის პასუხია.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უკანონო მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად მზად არის, სავიზო შეზღუდვები დააწესოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც.
ტუსკი ბოდიშს უხდის იმ ქართველებს, რომლებმაც შესაძლოა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნონ, მაგრამ ამბობს, რომ მტკიცედ ემხრობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ ქვეყნებთან, რომელთა მმართველობა აღარ შეესაბამება სტანდარტებს ავტორიტარული მმართველობის გამო ან საიდანაც, მიგრაცია თავისთავად საფრთხეს ქმნის პოლონეთის ან ევროპის სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში