გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს, ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის მიმდევრის მიყვანაა - პაპუაშვილი

16 ივნისი 2025, 09:59 162 ნახვა

გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს. ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ამ ყველაფერს აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც „სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს არ ხედავს“.

„მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს“ – გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს (!), ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო. ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. ამ ყველაფერს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე, აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს. მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა: „ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის საელჩომ 15 ივნისს გაავრცელა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ საელჩომ საქართველოში მოიწვია ისტორიკოსი და აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) დროინდელი მოვლენების მოწმე, პეტერ კოიპი. მათივე ცნობით, გორსა და ქუთაისში პეტერ კოიპის ლექციები მიმდინარეობდა. საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში