პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს და მისვლას არც ამჯერად აპირებს - ამის შესახებ ხაზარაზემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ის საგამოძიებო კომისიას არ აღიარებს და მისვლას არ აპირებს.
„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ. ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე“, - წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე ერთხელ უკვე დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადა.