უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნება დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის, რაშიც საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს - აცხადებს ქვეყნის პირველი კანონმდებელი.
შალვა პაპუაშვილის თქმით მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო დაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რადგან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.