აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს ჩააბარებს 

18 ივნისი 2025, 10:00 159 ნახვა

დღეს უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ელოდებიან. სულხან თამაზაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში უნდა წარადგინოს. სულხან თამაზაშვილი სამი თვეა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა.

უმაღლეს საბჭოს ქართული ოცნების წევრები ვარაუდობენ, რომ რადგან თავმჯდომარე ახალი დანიშნულია, ანგარიშში მეტი დრო დაეთმობა სამომავლო გეგმებზე საუბარს.

დეპუტატები შეკითხვების დასმასაც გეგმავენ.

უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთი სხდომა ხვალ გაიმართება. დეპუტატები ორი კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ, რითაც საგაზაფხულო სესია დაიხურება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში