გამოძიება ჩორჩანის ეპიზოდზე

19 ივნისი 2025, 15:07 94 ნახვა

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და ამავე სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი გამოკითხეს. ლომიძის განცხადებით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებით არანაირი საჭიროება არ იყო. მისი თქმით, ახლა მოსახლეობა ვერ სარგებლობს ტყის დიდი მასივით, რადგან იქ საგუშაგო დგას. კითხვაზე ფლობდა თუ არა იგი, საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაციას, როგორც გამგებელი, თქვა, რომ ის აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. საუბარია საქმეზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟს, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება. მისი ერთ-ერთი ეპიზოდია, 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს მოწყობის შესახებ. ამავე საკითხის განსახილველად, ორშაბათს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია კიდევ ერთხელ არის დაბარებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში