ბათუმის საკრებულოს სხდომა

19 ივნისი 2025, 15:09 114 ნახვა

წინა სხდომებისგან განსხვავებით დღევანდელ საკრებულოს სხდომას ბათუმში ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. იყო პოლიტიკური ბრალდებები ოპოზიციის მხრიდან და საპასუხო განცხადებები - მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ.
დღეს 15 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე, გორგილაძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული საცდელი ორმხრივი მოძრაობის შენარჩუნებაზე, ვინაიდან მათი განცხადებით, საცდელ პერიოდში ქუჩების აღნიშნულმა მონაკვეთებმა უზრუნველყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გატარება.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ანგისის ქუჩის I შესახვევში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საცობის თავიდან აცილების მიზნით, ანგისის ქუჩის I შესახვევში, ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.
საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე, კონკრეტულად ქალაქის ორ ლოკაციაზე, სევერიანე აჭარელის ქ. N1-სა და ნიკოლოზ გოგოლის ქ. N11-ში, ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხს. დღესვე 6 შვილიან ოჯახს საკრებულოს გადაწყვეტილებით ბინა გადაეცა, ასევე რამდენიმე ოჯახს დაუკანონდა სარგებლობაში არსებული ფართი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში