ევროკავშირის ელჩის განცხადება

21 ივნისი 2025, 17:01 105 ნახვა

არის მეტი და მეტი დრაკონული კანონი, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე უზარამაზარი გაუმართლებელი ზეწოლა ხორციელდება, რაც ძირითადად ახშობს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ.

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ეს, ფაქტობრივად, ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ევროკავშირში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში