მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს გურამ დუმბაძე უხელმძღვანელებს

23 ივნისი 2025, 17:38 356 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა.

გურამ დუმბაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე 11 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში – აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან გურამ დუმბაძე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, 2025 წლის ივნისიდან კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი