პარლამენტი დღეს გენერალურ პროკურორს აირჩევს 

24 ივნისი 2025, 11:51 78 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინეს. გიორგი გვარაკიძის განმარტებით,  აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. 

ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შენარჩუნებაზე იზრუნებს.  აქვე  განაცხადა, რომ მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე დროული ინფორმირების პოლიტიკა გაგრძელდება. ისაუბრა  პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

გიორგი გვარაკიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პროკურატურისთვის გადაცემის მიმდინარე რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ფორმატით დანაშაულზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის გამოძიებას, ხოლო პროკურატურას მისცემს შესაძლებლობას მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით დაიკმაყოფილოს კადრების ოპტიმიზაციის საჭიროება.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გვარაკიძის თქმით, თაღლითობა და კიბერდანაშუალი რჩება გამოწვევად, ამ ნაწილშიც გარკვეული ცვლილებების  გატარებას გეგმავს.  ამ წუთებში კი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი