თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.
ჭაბაშვილის თქმით, ბრალი ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.