ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანების განცხადება

25 ივნისი 2025, 10:13 99 ნახვა

ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“  საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, გაერთიანება ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება.

განცხადების თანახმად ეს ფაქტი პოლიტიკური რეპრესიაა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

მარგუს ცაჰკნა წერს, რომ ეს გადაწყვეტილებები  საქართველოს უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, – ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ვაშაძეს, 8-8 თვიანი პატიმრობა ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში