ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში

25 ივნისი 2025, 14:15 78 ნახვა

კვირის ბოლომდე დეპუტატები  "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასაც გეგმავენ. ინიციატივაზე   დეპუტატები დღეს სესიაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

სიახლის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.

საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას მოსამართლისადმი უპატივცემულობის შემთხვევაშიც.

სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა უქმდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში