სოფელ ახალშენში 1493 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა გადასცა დღეს ხელვაჩაურის საკრებულომ აჭარის მთავრობას. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით შენობაში 10 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც შესაბამის კანონდებლობით დაკავებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.
გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, რომელზეც დეპუტატებმა კიდევ 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის ძალადაკარგულად გამოცხადდა გენდერული საბჭო და შეიქმნა ახალი, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
სხდომას არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.