გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დაბარება

29 ივნისი 2025, 11:54 145 ნახვა

მივა თუ არა გიორგი გახარია  საგამოძიებო კომისიაზე ახსნა განმარტებისთვის? პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას უცხოეთში ვიზიტები კომისიაზე დაბარებამდე დაგეგმილი ჰქონდა, ამიტომ  შეხვედრებს განაგრძობს.  აცხადებენ რომ გიორგი გახარიას არ აქვს ვალდებულება თავისი ნაბიჯები მმართველ პარტიას შეუთანხმოს. ოპოზიციონერი ლიდერის მორიგი გამოკითხვის თარიღი ჩანიშნულია.   

თუ ის საგამოძიებო კომისიაზე არ მივა, როგორც ცნობილია საქმე პროკურატურას გადაეგზავნება. გიორგი გახარია რამდენიმე დღის წინ ჩორჩანის საკითხზე იყო დაბარებული, მან კომისიის წევრებს შესთავაზე  მისი ონლაინ გამოკითვა, რაზეც მას უარი ეთქვა.    კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ  გიორგი გახარია დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს იქამდე, ვიდრე ის უცხოეთში გაემგზავრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში