გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები დააჯილდოვა

29 ივნისი 2025, 14:30 105 ნახვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძემ ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დევნილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ, ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ: ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი გუნდის წევრი, მომღერალი კონსტანტინე ამაშუკელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთის“ მუსიკოსი ივანე ტაბატაძე, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი ირინე სიმონიანი და აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის ქორეოგრაფი სერგო გეგეჭკორი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში