მოშიმშილესთან თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ე.ი. მხარს უჭერ, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს - გიორგი ვოლსკი

29 ივნისი 2025, 16:39 105 ნახვა

არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ელჩის მიერ მოშიმშილე პოლიტიკოსების მონახულების თაობაზე განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს.

„თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ე.ი. მხარს უჭერ იმას, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა. გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიასთან რომ მივა და შეაგულიანებს, ეს უკვე დანაშაულია. ეს არამარტო კონვენციის დარღვევაა, ეს არის არაადამიანური, არაჰუმანური დამოკიდებულება. მოშიმშილეს უნდა უთხრა, რომ თვითმკვლელობას თავი დაანებოს, ჯანმრთელობის დაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი