2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8 პროცენტით განისაზღვრა.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, დასაწყობება და მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.