ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა, აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოშვა ბრიუსელმა - შალვა პაპუაშვილი

30 ივნისი 2025, 12:09 62 ნახვა

ჩვენ ვხედავთ სხვაობას ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აქ არის ის კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოშვა ბრიუსელმა, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა.

"ჯანდაცვის მიმართულებები, სოციალური მიმართულებები, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც,  ჩვენი გაგებით, ჰქვია ჭეშმარიტი ევროპა. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები. ეს არის სამწუხარო პრობლემა, რასაც ვხედავთ. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი შრომა შეალიეს ქვეყანას, სათანადოდ იყვნენ დაფასებული. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ, რათა ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა. არის ის პროგრამები, რომელიც თბილისს დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე, გარდა ამისა, მათ შორის ცხოვრების ასაკის ზრდაზეც ახდენს შესაბამის გავლენას.

ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი. ჩვენ ვეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში და თავად ჰქონდეთ სამსახური. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოშვა ბრიუსელმა, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი