ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა თბილისის მერიაში. კახა კალაძემ, მოსახლეობას ის პროექტები წარუდგინა, რომლებიც თბილისში ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელდა.
მათ შორის არის - უსახლკაროთა რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართების დაკანონება, კოოპერატიული ბინათმშენებლობები, საბავშვო ბაგა-ბაღები და ჯანდაცვის პროგრამები.