გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ

02 ივლისი 2025, 10:02 161 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. 

გიორგი გახარია სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.

კომისიის წევრების შეკითხვებს, დღესვე, ხელმეორედ უპასუხებს კოდორის ხეობის მკვიდრი, თორნიკე გერლიანიც.

მიწვეული არიან ასევე სხვა მოწმეები. საუბარი შეეხება 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებასა და აგვისტოს ომს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი