საქართველომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს გამჭვირვალობის ანგარიში და მეხუთე ეროვნული შეტყობინება წარუდგინა. დოკუმენტები ასახავს ქვეყნის მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს.
ანგარიშებში წარმოდგენილია მონაცემები სათბურის აირების გაფრქვევისა და შთანთქმის, კლიმატური პოლიტიკის, ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის, ასევე ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულების შესახებ.
დოკუმენტების პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშები ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას 2030 წლისთვის განახლებული ეროვნული წვლილის შესრულების გზაზე.