აშშ-ის ელჩის განცხადება 

03 ივლისი 2025, 10:50 104 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა და ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში პროფესიული საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველები დემოკრატიის დასაცავად აკეთებენ და ასევე ნახა განსხვავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანების ერთობლივი, მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ელჩმა მიმოიხილა პოლიტიკური მოვლენებიც სადაც აღნიშნა რომ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში