ელგუჯა ხოკრიშვილი გახარიას პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და მიზეზად არჩევნებში მონაწილების შესახებ პარტიის პოზიციას ასახელებს.
„მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა'' – წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.
აღნიშნავს, კატეგორიული წინააღმდეგია რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა. მათ შორის არის ელგუჯა ხოკრიშვილი.
ყოფილი თანაპარტიელის გადაწყვეტილება შეაფასეს გახარიას პარტიაში.