მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

03 ივლისი 2025, 16:39 149 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქალაქ რომში განლაგებულ გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი, ხოლო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში