განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა კეზევაძემ საკუთარი სურვილით დატოვა შსს-ს რიგები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
დარახველიძის თქმით, მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან.
„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია. მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.