საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 

08 ივლისი 2025, 19:26 111 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში