თორნიკე რიჟვაძის საქმე - პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

09 ივლისი 2025, 10:59 382 ნახვა

თურქეთში გადაყვანამდე  თორნიკე რიჟვაძე  სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ ღამით პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოინახულეს. 

ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო და განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია ყველა დეტალით და ამ საქმესთან დაკავშირებით, და რომ საქმეზე  მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის ცხოვრება სტრესთან არის დაკავშირებული, პრემიერმა მედიის ნაწილი ტყუილის გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში