დებატები ევროპარლამენტში

09 ივლისი 2025, 11:01 123 ნახვა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, ანგარიშს კენჭს დღეს უყრიან. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს იმედი აქვს ანგარიშს უმრავლესობით მიიღებენ. მისი განმარტებით ყველა, ვინც ევროპარლამენტში ისაუბრა, ევროპული საქართველოს მხარესაა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა კი განაცხადა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.   

მიაჩნია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში