ევროპარლამენტის რეზოლუცია-შეფასებები

10 ივლისი 2025, 18:00 127 ნახვა

ევროპარლამენტის რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციაზე. მათი თქმით, დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილებით, რის დაწერაშიც ფულს იხდიან.

ოპოზიციის განცხადებით კი, ახალი რეზოლუცია არის მკაფიო, და ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელმაც გადაუხვია ევროპულ გზას.

 დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი თუ არ გათავისუფლდებიან ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერები და თუ არ გაუწევს არჩევნებს ზედამხედველობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია.

ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ამავე შეთანხმებაში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების დარღვევის გათვალისწინებით.

რეზოლუციაში საუბარია  სანქციების აუცილებლობაზეც. ასევე აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში