ხოშტარიების ოჯახი ამბობს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებსო, არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ მათი ოჯახია, სადაც რუსეთი თანხების ჩასარიცხად დღესაც არ გადააცილებს - შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2025, 14:29 135 ნახვა

ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთსო, რაღა ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხოშტარიების ოჯახია, სადაც რუსეთი დღესაც არ გადააცილებს, რომ თანხები ჩაურიცხოს.

„ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებსო, რაღა ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი. ისინი როგორც ამბობენ, მათი წინაპრის ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება თანხების ჩარიცხვა. მათი წარმოდგენით, რუსეთი მთელს მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ მაინც და მაინც ხოშტარიების ოჯახი არის, სადაც რუსეთის ბიუჯეტი დღესაც არ გადააცილებს ხოლმე, რომ ჩაურიცხოს თანხები. მინდა, ყველას შევახსენო, ეს არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები. ესეც აჩვენებს, რა ფარისევლობას აქვს ადგილი რადიკალებში, წარმოსახვითია ის, რაც უნდათ, დათესონ თავის მომხრეებში, სინამდვილეში, ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, არის მიუღებელი. მორალური დეგრადირების ერთ-ერთი მაჩვენებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში